Bosch CLL2000 W 53/CLL2000 53 BOSCH CLL2000 инструкция по эксплуатации онлайн [42/72] 844602

Bosch CLL2000 W 53/CLL2000 53 BOSCH CLL2000 инструкция по эксплуатации онлайн [42/72] 844602
ხარვეზის აღმოფხვრა
Climate Line 2000 – 6721831694 (2021/02)
42
3.8.3 შემოკლების ფუნქცია
შიდა ერთეული იმახსოვრებს მიმდინარე და წინა
პარამეტრებს, როგორიც არის ექსპლუატაციის ტიპი,
ტემპერატურა და ვენტილაციის დონე. შემოკლების
ფუნქცია შეიძლება იცვლებოდეს წინა და მიმდინარე
პარამეტრებს შორის.
ღილაკს დააჭირეთ, რათა წინა პარამეტრებზე
გადახვიდეთ.
ორ წამზე მეტი ხნით გეჭიროთ ღილაკზე , მოქმედ
პარამეტრებზე გადასვლისათვის.
3.8.4 სწრაფი გაგრილება/სწრაფი გათბობა
სწაფი გაგრილების/სწრაფი გათბობის შიდა ერთეული
მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობს ოთახის სწრაფად
გათბობის ან გაგრილების მიზნით.
სწრაფი გაგრილება: გაგრილების რეჟიმის ჩასართავად
დააჭირეთ ღილაკს Turbo.
სწრაფი გათბობა: გათბობის რეჟიმის ჩასართავად
დააჭირეთ ღილაკს Turbo.
ფუნქციის დასრულება:
ხელახლა დააჭირეთ ღილაკს Turbo.
3.8.5 თვითწმენდა (I clean)
დანადგარს გააჩნია საორთქლის თვითწმენდის
ფუნქცია. თვითწმენდა ყინავს მტვერს, ობსა და ცხიმს.
დასასრულს, ყველაფერი უფრო სწრაფად ლღვება და
ცხელი ჰაერით შრება.
თვითწმენდის ფუნქციის გასააქტიურებლად:
დააჭირეთ ღილაკს Clean.
თვითწმენდისას შიდა ერთეულის ეკრანი აჩვენებს
CL. 20-45 წუთის შემდეგ თვიწმენდა ავტომატურა
სრულდება.
3.8.6 ყინვისგან დაცვა (8 °C Heating)
ყინვისგან დაცვა შეიძლება გააქტიურდეს ოთახის
ტემპერატურის შესანარჩუნებლად 8 °C -ზე.
გათბობის რეჟიმში 2x 1 წამით დააჭირეთ ღილაკს /.
დანადგარი რჩება გამორთული ტემპერატურისა
დაწევისას 8 °C -ზე ქვევით.
ფუნქციის დასრულება:
დააჭირეთ ღილაკს K, ღილაკს Mode, ღილაკს Turbo ან
ღილაკს Clean.
3.8.7 ღილაკების დაბლოკვა
ღილაკების დაბლოკვის მეშვეობით იბლოკება
დისტანციური მართვის პულტი.
ღილაკების დაბლოკვის ჩართვა-/გამორთვისთვის:
ღილაკს Clean და Turbo-ს ერთდროულად დააჭირეთ
5წ.
აქტიური ღილაკების ბლოკირებისას ეკრანზე
გამოჩნდება სიმბოლო.
4 ხარვეზის აღმოფხვრა
4.1 ხარვეზები ინდიკატორით
(Self diagnosis function)
როდესაც ექსპლუატაციისას ხარვეზი გამოვლინდება,
ანათებს LED ხანგრძლივი დროის მანძილზე ან ეკრანზე
ჩანს ხარვეზის კოდი (მაგ. EH 02).
თუ ხარვეზი გამოვლინდა 10 წუთზე მეტი
ხანგრძლივობით:
ხანმოკლე დროით შეწყვიტეთ დენმომარაგება და
კვლავ ჩართეთ შიდა ერთეული.
თუ ვერ ხერხდება დეფექტის აღმოფხვრა:
დაურეკეთ კლიენტთა მომსახურების სამსახურს და
შეატყობინეთ ხარვეზის კოდი, ისევე როგორც
დანადგარის მონაცემები.
4.2 ხარვეზები ინდიკატორის გარეშე
თუ ექსპლუატაციისას ხარვეზები გამოვლინდა, რომლებიც ვერ აღმოიფხვრება:
დაურეკეთ კლიენტთა მომსახურების სამსახურს და შეატყობინეთ ხარვეზი, ისევე როგორც დანადგარის
მონაცემები.
ხარვეზი შესაძლო მიზეზი
შიდა ერთეულის სიმძლავრე ძალიან
დაბალია.
ტემპერატურა ძალიან მაღალია ან ძალიან დაბალია.
ჰაერის ფილტრი დაბინძურებულია და უნდა გასუფთავდეს.
არასასურველი გარემოს ზეგავლენა შიდა ერთეულზე, მაგ. დანადგარის
ჰაერის ღიობის შეფერხების გამო ღია კარის/ფანჯრის გამო ან ძალიან ძლიერი
სითბური წყაროები ოთახში.
ხმადაბალი ექსპლუატაცია აქტიურდება და სრული სიმძლავრე ფერხდება.
შიდა ერთეული არ ირთვება. შიდა ერთეულს გააჩნია გადატვირთვისგან დამცავი მექანიზმი. შიდა
ერთეულის ხელახალ გადატვირთვას ჭირდება 3 წუთი.
დისტანციური მართვის პულტის ელემენტები ცარიელია.
ტაიმერი ჩართულია.
ექსპლუატაციის ტიპი იცვლება
გაგრილებიდან ან გათბობიდან
ვენტილაციის რეჟიმზე.
შიდა ერთეული იცვლის ექსპლუატაციის ტიპს ყინულის წარმოქმნის თავიდან
ასარიდებლად.
დაყენებული ტემპერატურა დროზე ადრე იქნა მიღწეული.
შიდა ერთეული წარმოქმნის თეთრ
ნისლს.
ტენიან რეგიონებში მაღლი ტემპერატურული სხვაობა ოთხის ჰაერსა და
კლიმატიზირებულ ჰაერს შორის წარმოქმნის ნისლს.

Похожие устройства

Скачать