Philips PSG6042/20 Руководство по эксплуатации онлайн [28/64] 875316
![Philips PSG6042/20 Руководство по эксплуатации онлайн [28/64] 875316](/views2/2114602/page28/bg1c.png)
28
გაფრთხილება
• Calc-Clean-ის პროცედურის ჩატარებისას მოწყობილობა არ დატოვოთ მეთვალყურეობის
გარეშე.
• გაწმინდეთ მოწყობილობა ნალექისგან და ნარჩენებისგან, როგორც ამას ითვალისწინებს
ინსტრუქციები, რომლებიც მოცემულია შემდეგ თავში: „გაწმენდა და მოვლა-შენახვა“.
• Calc-Clean-ის პროცედურა ყოველთვის შეასრულეთ Calc-Clean-ის კონტეინერით და ხელი არ
შეუშალოთ მის მიმდინარეობას.
• Calc-Clean-ის პროცედურის მიმდინარეობისას უთო არ დადოთ მის უკანა ნაწილზე, რადგან
ცხელი წყალი უნდა გამოვიდეს.
• Calc-Clean-ის პროცედურის დასრულების შემდეგ Calc-Clean-ის კონტეინერი გაცხელდება.
სანამ შეეხებით, დაელოდეთ გაგრილებას დაახლოებით 5 წუთი.
• მოწყობილობა უნდა გამოიყენოთ და მოათავსოთ ბრტყელ, თბომედეგ ზედაპირზე. სანამ
უთოს სადგამზე დადებთ, დარწმუნდით, რომ ზედაპირი მყარია. სადგამი არის უთოს
უკანა ნაწილი ან ის მხარე, რომელიც უთოს დასადებად გამოიყენება, როცა ის არამუშა
მდგომარეობაშია.
• მოწყობილობა მხოლოდ დამიწებულ შტეფსელში შეაერთეთ.
• სრულად გაშალეთ კაბელი, სანამ შტეკერს შტეფსელში შეაერთებთ.
• უთოს სადგამი და ძირი შეიძლება ძალიან გაცხელდეს და შეხების შემთხვევაში დამწვრობა
გამოიწვიოს. არ შეეხოთ უთოს სადგამს, თუ ორთქლის გენერატორის მოცილება გსურთ.
• დაუთოების დასრულების შემდეგ, მოწყობილობის წმენდისას, ორთქლის გენერატორის
დაცლისას ან შევსებისას და თუნდაც ცოტა ხნით უთოს დატოვებისას: უთო დადეთ სადგამზე,
გამორთეთ მოწყობილობა და შტეფსელიდან გამოაერთეთ კაბელი.
• არ დაამატოთ სუნამო, საშრობის წყალი, ძმარი, სახამებელი, ნალექისგან გამწმენდი
საშუალებები, დაუთოების დამხმარე საშუალებები, ნალექისგან ქიმიურად გასუფთავებული
წყალი ან სხვა ნივთიერებები, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს წყლის გაჟონვა,
ყავისფერი დალაქავება ან მოწყობილობის დაზიანება.
• შტეკერი შეერთებული უნდა იყოს შტეფსელში, რომელსაც იგივე ტექნიკური
მახასიათებლები აქვს, რაც შტეკერს.
• ეს მოწყობილობა განკუთვნილია მხოლოდ სახლის პირობებში გამოსაყენებლად.
ელექტრომაგნიტური ველები (EMF)
ეს მოწყობილობა აკმაყოფილებს მოქმედ სტანდარტებსა და რეგულაციებს
ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების შესახებ.
გადამუშავება
- ეს სიმბოლო ნიშნავს, რომ მოცემული პროდუქტის უტილიზაცია არ უნდა მოხდეს
ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად (2012/19/EU).
- დაიცავით თქვენი ქვეყნის წესები, რომლებიც ელექტრული და ელექტრონული
პროდუქტების განცალკევებით შეგროვებას ეხება. ნარჩენების სწორი უტილიზაცია
ხელს უწყობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უარყოფითი შედეგების
თავიდან აცილებას.
გარანტია და მხარდაჭერა
„Versuni“ გთავაზობთ ორწლიან გარანტიას ამ პროდუქტის შეძენის შემდეგ. ეს გარანტია
არ იქნება მოქმედი, თუ წუნი გამოწვეულია არასწორი გამოყენებით ან არაკვალიფიციური
ტექნიკური მომსახურებით. ჩვენი გარანტია გავლენას არ ახდენს თქვენს სამომხმარებლო
უფლებებზე, კანონის შესაბამისად. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან გარანტიის
გამოსაყენებლად, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: www.philips.com/support.
Похожие устройства
- Philips PSG7030/20 Руководство по эксплуатации
- Hiberg MS-VM 5115 B SMART Руководство по эксплуатации
- Philips PSG6066/20 Руководство по эксплуатации
- Philips DST5030/80 Violet Руководство по эксплуатации
- Hiberg S-VM 6615 W i-SMART Руководство по эксплуатации
- Philips DST7040/80 Руководство по эксплуатации
- Acer OMR205 White Руководство по эксплуатации
- Philips Azur 7000 DST7061/30 Руководство по эксплуатации
- Galaxy Line GL6402 Руководство по эксплуатации
- Galaxy Line GL6401 Руководство по эксплуатации
- Hiberg S-VM 5615 B i-SMART Руководство по эксплуатации
- Hiberg S-VM 6615 B i-SMART Руководство по эксплуатации
- Hiberg S-VM 6415 B SMART Руководство по эксплуатации
- Hiberg S-VMF 5515 B SMART Руководство по эксплуатации
- Deppa 33666 Руководство по эксплуатации
- Deppa 33667 Руководство по эксплуатации
- Xiaomi Robot Vacuum X20+ EU Руководство по эксплуатации
- WERTRUS 10EG Mountains Руководство по эксплуатации
- Elitech УС 531М (E1612.001.00) Руководство по эксплуатации
- WERTRUS 10EG Water Fall (W1403) Руководство по эксплуатации