Electrolux EOD5C70X Руководство по эксплуатации онлайн [108/328] 880057

Electrolux EOD5C70X Руководство по эксплуатации онлайн [108/328] 880057
საცხობი ლანგარი / ღრმა ტაფა:
შესწიეთ ლანგარი თაროს დამჭერის
მიმმართველ ღეროებს შორის.
10. დამატებითი ფუნქციები
10.1 გამაგრილებელი
ვენტილატორი
საყოფაცხოვრებო ელექტრო
მოწყობილობის მუშაობისას გრილი
ზედაპირის შესანარჩუნებლად
ავტომატურად ირთვება გამაგრილებელი
ვენტილატორი. საყოფაცხოვრებო
ელექტრო მოწყობილობის გამორთვის
შემთხვევაში, გამაგრილებელი
ვენტილატორი მუშაობას მოწყობილობის
გაგრილებამდე განაგრძობს.
10.2 უსაფრთხოების თერმოსტატი
ღუმელის არასწორმა გამოყენებამ ან
დეფექტურმა კომპონენტებმა შეიძლება
გამოიწვიოს სახიფათო გადაცხელება. ამის
თავიდან ასაცილებლად ღუმელს აქვს
უსაფრთხოების თერმოსტატი, რომელიც
წყვეტს ელექტროენერგიის მიწოდებას.
ღუმელი ხელახლა ირთვება
ავტომატურად, როცა ტემპერატურა ეცემა.
11. რჩევები და მითითებები
იხილეთ უსაფრთხოების თავები.
11.1 საჭმლის მომზადების
რეკომენდაციები
ღუმელს აქვს თაროს ხუთი პოზიცია.
დათვალეთ თაროების პოზიციები
ღუმლის ძირიდან.
შესაძლოა, თქვენმა ღუმელმა თქვენი
ადრინდელი ღუმლისგან
განსხვავებულად მოამზადოს საჭმელი.
ნამცხვრების ცხობა
არ გააღოთ ღუმლის კარი, სანამ საჭმლის
მომზადებისთვის განსაზღვრული დროის
3/4 არ გაივლის.
თუ ერთდროულად ორ საცხობ ლანგარს
იყენებთ, მათ შორის ერთი ცარიელი დონე
დატოვეთ.
ხორცეულისა და თევზეულის მომზადება
გამოიყენეთ ღრმა ტაფა ცხიმიანი
საკვებისთვის, რომ ღუმელი დაიცვათ
ლაქებისგან, რომლებიც შეიძლება
მუდმივი აღმოჩნდეს.
დასერვამდე ხორცი დააყოვნეთ
დაახლოებით 15 წუთი, რომ წვენი არ
გადმოიღვაროს.
შეწვისას ზედმეტი კვამლის თავიდან
ასაცილებლად ღრმა ტაფაში ცოტა წყალი
დაამატეთ. კვამლის კონდენსაციის
თავიდან ასაცილებლად დაამატეთ წყალი
ყოველ ჯერზე გამოშრობის შემდეგ.
მომზადების დროები
მომზადების დროები დამოკიდებულია
საკვების ტიპზე, მის შემადგენლობასა და
მოცულობაზე.
თავდაპირველ ეტაპზე დააკვირდით
მომზადების პროცესს. ამ
საყოფაცხოვრებო ელექტრო
108 ქართული ენ

Похожие устройства

Скачать