Electrolux EOD5C70X Руководство по эксплуатации онлайн [99/328] 880057

Electrolux EOD5C70X Руководство по эксплуатации онлайн [99/328] 880057
ფრთხილად გააღეთ მოწყობილობის
კარი. სპირტიანი ინგრედიენტების
გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს
ჰაერისა და ალკოჰოლის შერევა.
კარის გაღებისას მოარიდეთ
მოწყობილობა ნაპერწკლებთან და
ცეცხლთან შეხებას.
არ დადოთ აალებადი პროდუქტი, ან
სველი საგნები აალებად
პროდუქტებთან ერთად
მოწყობილობაში, მოწყობილობაზე ან
მასთან ახლოს.
გარფთხილება!
მოწყობილობის გაფუჭების რისკი.
მინანქრის დაზიანების ან ფერის
გადასვლის თავიდან ასაცილებლად:
არ დადოთ ჭურჭელი ან სხვა
პროდუქტები ღუმელში პირდაპირ
ძირზე.
არ დადოთ ალუმინის ფოლგა
პირდაპირ მოწყობილობის ღრუს
ძირზე.
არ მოათავსოთ წყალი პირდაპირ
ცხელ მოწყობილობაში.
მომზადების შემდეგ არ დატოვოთ
ტენიანი ჭურჭელი ან საკვები
მოწყობილობაში.
ფრთხილად იყავით აქსესუარების
მოხსნისა თუ დაყენებისას.
მინანქრის ან უჟანგავი ფოლადის
ფერის გადასვლა გავლენას არ ახდენს
მოწყობილობის მუშაობაზე.
გამოიყენეთ ღრმა ფორმა ნოტიო
ნამცხვრებისთვის. ხილის წვენი
ტოვებს ლაქებს, რომლებიც შეიძლება
მუდმივი იყოს.
საჭმლის მომზადებისას ღუმლის კარი
ყოველთვის დახურული უნდა იყოს.
თუ მოწყობილობა დაყენებულია
ავეჯის პანელის (მაგ., კარის) უკან,
დარწმუნდით, რომ მოწყობილობის
მუშაობისას კარი არასდროს
დაიხურება. სითბო და ტენი,
შესაძლოა, დახურული პანელის უკან
დაგროვდეს და შედეგად,
მოწყობილობის, გარსაცმის ბლოკის ან
იატაკის დაზიანება გამოიწვიოს. არ
დახუროთ პანელი, სანამ
მოწყობილობა სრულად არ
გაგრილდება გამოყენების შემდეგ.
2.4 მოვლა და დასუფთავება
გარფთხილება!
დაზიანების, ხანძრის ან
მოწყობილობის გაფუჭების რისკი.
ნებისმიერი მოვლის ოპერაციამდე,
გათიშეთ მოწყობილობა და გამორთეთ
შტეკერი როზეტიდან.
დარწმუნდით, რომ მოწყობილობა
ცივია. არსებობს მინის პანელის
გატეხვის რისკი.
დაზიანების შემთხვევაში მაშინვე
შეცვალეთ კარის მინის პანელები.
დაუკავშირდით ავტორიზებულ სერვის
ცენტრს.
ფრთხილად მოაშორეთ კარს
მოწყობილობა. კარი მძიმეა!
რეგულარულად გაწმინდეთ
მოწყობილობა ზედაპირის დაზიანების
თავიდან ასაცილებლად.
გაწმინდეთ მოწყობილობა რბილი
სველი ტილოთი. გამოიყენეთ მხოლოდ
ნეიტრალური სარეცხი საშუალება. არ
გამოიყენოთ აბრაზიული
პროდუქტები, აბრაზიული საწმენდი
ბალიშები, გამხსნელები ან რკინის
ნივთები.
ღუმელის სპრეის გამოყენების
შემთხვევაში დაიცავით შეფუთვაზე
მოცემული უსაფრთხოების
ინსტრუქცია.
არ გაწმინდოთ კატალიტური ემალი
სარეცხი საშუალებებით.
2.5 შიდა განათება
გარფთხილება!
დენის დარტყმის რისკი.
პროდუქტში არსებული ნათურა(ები)
და სათადარიგო ნათურის ნაწილები
დამოუკიდებლად უნდა შეიძინოთ: ეს
ნათურები განკუთვნილია
ექსტრემალური ფიზიკური
პირობებისათვის საყოფაცხოვრებო
დანადგარებში, როგორიც არის
ტემპერატურა, ვიბრაცია, ტენიანობა და
ასევე იღებენ სასიგნალო ინფორმაციას
დანადგარის საოპერაციო სტატუსის
შესახებ. ისინი არ არის განკუთვნილი
სხვა დანადგარებში გამოყენებისათვის
ქართული ენ 99

Похожие устройства

Скачать