Electrolux EOB8S39WX Руководство по эксплуатации онлайн [327/900] 881905
![Electrolux EOB8S39WX Руководство по эксплуатации онлайн [327/900] 881905](/views2/2121191/page327/bg147.png)
IEC/EN 60350-1 - სახლში საჭმლის მოსამზადებელი ელექტრომოწყობილობები - 1-ელი
ნაწილი: დიდი საცხობი ქურები, ღუმლები, ორთქლის ღუმლები და გრილები –
წარმადობის გაზომვის მეთოდები.
13.2 ენერგიის დაზოგვა
მოწყობილობას აქვს ფუნქციები, რომლებიც დაგეხმარებათ ენერგიის
დაზოგვაში საჭმლის ყოველდღიურად მომზადების დროს.
დარწმუნდით, რომ მოწყობილობის მუშაობის პროცესში კარი დახურულია. მზადების
პროცესის განმავლობაში მოწყობილობის კარს ხშირად ნუ გააღებთ. შეინარჩუნეთ კარის
შუასადების სისუფთავე და დარწმუნდით რომ იგი მის პოზიციაში კარგადაა
ფიქსირებული.
ენერგიის დაზოგვის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ სამზარეულოს მეტალის
ჭურჭელი.
როდესაც ეს შესაძლებელია, მომზადებამდე, წინასწარ ნუ გააცხელებთ მოწყობილობას.
ერთდროულად რამდენიმე კერძის მომზადების დროს, ეცადეთ ცხობას შორის
შუალედები მინიმუმამდე დაიყვანოთ.
საჭმლის მომზადება ვენტილატორით
როდესაც ეს შესაძლებელია, ენერგიის დაზოგვის მიზნით გამოიყენეთ ვენტილატორით
მზადების ფუნქციები.
ნარჩენი სითბოს ინდიკატორი
თუ პროგრამა, რომელშიც გათვალისწინებულია ხანგრძლივობა , გააქტიურდა და
საჭმლის მომზადების დრო 30 წუთზე მეტია, გათბობის ელემენტები ავტომატურად
გამოირთვება უფრო ადრე მოწყობილობის ზოგიერთი ფუნქციის შემთხვევაში.
ვენტილატორი და ნათურა განაგრძობს მუშაობას. როდესაც მოწყობილობას გათიშავთ,
ეკრანი ნარჩენ სითბოს აჩვენებს. მისი გამოყენებით შეგიძლიათ საკვები თბილად
შეინახოთ.
ცხობის 30 წუთზე მეტი ხანგრძლივობის შემთხვევაში, ცხობის დასრულებამდე მინიმუმ
3-10 წუთით ადრე შეამცირეთ მოწყობილობის ტემპერატურა. მზადების პროცესი
გაგრძელდება მოწყობილობაში არსებული ნარჩენი სითბოს გამოყენებით.
ნარჩენი სითბოს სხვა კერძების შესათბობად გამოყენება.
შეინახეთ საკვები თბილად
ნარჩენი სითბოს გამოსაყენებლად და კერძის თბილად შესანახად აირჩიეთ შესაძლო
უდაბლესი ტემპერატურა. ეკრანზე გამოჩნდება ნარჩენი სითბოს მაჩვენებელი ან
ტემპერატურა.
გათიშული ნათურით მზადება
გამორთეთ ნათურა საჭმლის მომზადების პროცესში. ჩართეთ ის მხოლოდ მაშინ, როცა
დაგჭირდებათ.
ცხობა ტენიანი ვენტილატორით
ფუნქცია შექმნილია მზადების მანძილზე ენერგიის დასაზოგად.
ამ ფუნქციის გამოყენებისას ნათურა 30 წამის შემდეგ ავტომატურად ითიშება.
შეგიძლიათ, კვლავ ჩართოთ ნათურა, მაგრამ აღნიშნული ქმედება შეამცირებს ენერგიის
მოსალოდნელ დანაზოგს.
327/900
ენერგოეფექტურობა
Похожие устройства
- Liebherr IRci 3950-62 001 Руководство по эксплуатации
- Lex EVH 320B BL Руководство по эксплуатации
- Lex Moza 500 белая Руководство по эксплуатации
- Lex EVH 640B BL Руководство по эксплуатации
- Liebherr IRe 3900-22 001 Руководство по эксплуатации
- Meyvel MB-12C1W Руководство по эксплуатации
- Liebherr SRbdd 5220-22 001 Руководство по эксплуатации
- Liebherr SRsdd 5220-22 001 Руководство по эксплуатации
- Harper 55U771TS Руководство по эксплуатации
- Liebherr IRe 4100-22 001 Руководство по эксплуатации
- Weissgauff WES E12V15 SE Руководство по эксплуатации
- Korting HI 30041 B Руководство по эксплуатации
- Meyvel MB-03C1W Руководство по эксплуатации
- Meyvel MB-04HC2W Руководство по эксплуатации
- Galaxy LINE GL 2162 красный Руководство по эксплуатации
- Hiberg i-RFB 35 NF Руководство по эксплуатации
- Hiberg i-FRB 35 NF АПЗ 1405 Руководство по эксплуатации
- Beko BDIS35162Q Руководство по эксплуатации
- Lex Moza 600 черная Руководство по эксплуатации
- Бирюса B-CF41 Silver Руководство по эксплуатации