Husqvarna LC 153 S Руководство по эксплуатации онлайн [10/28] 409834
![Husqvarna LC 153 S Руководство по эксплуатации онлайн [10/28] 409834](/views2/1496895/page10/bga.png)
10
• დააკვირდით, ხომ არ არის ორმო, ფესვები
ან ბორცვები. მაღალ ბალახში შეიძლება
დაბრკოლება არ ჩანდეს.
არ გააკეთოთ ასე:
არ გააკეთოთ ასე:
• არ მოჭრათ შესასვლელის, არხის ან გზის
ნაპირას. ოპერატორმა შეიძლება დაკარგოს
ფეხის დასადგმელი ან წონასწორობა.
• არ მოჭრათ განსაკუთრებით დამრეც
ფერდობებზე.
• არ მოჭრათ სველი ბალახი. ფეხის დასადგმელის
შეზღუდულობამ შეძლება გამოიწვიოს
დასრიალება.
III. ბავშვები
III. ბავშვები
ტრაგიკული შემთხვევები შეიძლება მოხდეს,
თუ ოპერატორი არ არის ინფორმირებული, რომ
მახლობლად ბავშვები არიან. ბავშვებს ხშირად
მოსწონთ მანქანა და კრჭის პროცესის ყურება.
არასოდეს ჩათვალოთ, რომ ბავშვი იქ დარჩება,
სადაც ის ბოლოს დაინახეთ.
• ბავშვები ყოველთვის უნდა იყვნენ საკრეჭი
ზონის გარეთ, სხვა პასუხისმგებელი
ზრდასრულის ზედამხედველობის ქვეშ.
• თვალი ადევნეთ და თუ ბავშვი საკრეჭ
ზონაში
გადმოვა გამორთეთ მანქანა.
• სანამ დაიწყებთ უკან მოძრაობას, ასევე
მოძრაობისას, იყურეთ უკან და ქვემოთ, ხომ
არ არის პატარა ბავშვი.
• არასოდეს დართოთ ნება ბავშვს, ამუშაოს
მანქანა.
• გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე
ბრმა კუთხეების, ბუჩქნარის, ხეების
მიახლოებისას, რადგან ისინი ზღუდავენ
ხილვადობას.
გაფრთხილება:
გაფრთხილება: ამ მოწყობილობამ შეიძლება
ბავშვი დააზიანოს. ამერიკის პედიატრიის
აკადემიის რეკომენდაციით ბავშვი უნდა იყოს
მინიმუმ 12 წლის, რომ ამუშაოს გამოტანილი
სამართავის მქონე გაზონის საკრეჭი და მინიმუმ
16 წლის თვითმავალი გაზონის საკრეჭით
მუშაობისთვის.
• მანქანის ჩატვირთვის ან ამოტვირთვისას
არ გადააჭარბოთ სამუშაო დახრის კუთხის
რეკომენდებულ მაქსიმალურ 15°–ს.
• მანქანასთან მუშაობისას ჩაიცვით სათანადო
პირადი დამცავი აღჭურვილობა (PPE),
რომელიც
შედგება ( როგორც მინიმუმ) მტკიცე
ფეხსაცმლის, თვალების დამცავი და სმენის
დამცავი საშუალებებისგან. არ გაკრიჭოთ
გაზონი შორტებში და/ან თითებთან ღია
ფეხსაცმლით.
ვინმემ ყოველთვის იცოდეს, რომ გახვედით
გაზონის საკრეჭად.
IV. საწვავის უსაფრთხო მოხმარება
IV. საწვავის უსაფრთხო მოხმარება
საწვავის მომხამრებისას განსაკუთრებული
სიფრთხილე გმართებთ. ბენზინი სწრაფად
აალებადია, ხოლო ორთქლი ფეთქებადი.
მნიშვნელოვანია:
მნიშვნელოვანია: გაზონის საკრეჭი იგზავნება
ზეთის და ბენზინის გარეშე ძრავაში.
შენიშვნა:
შენიშვნა: ამ მანქანაში გამოსაყენებლად
დასაშვებია ეთანოლის 10%–მდე შემცველობის
(E10) ბენზინი. ეთანოლის 10%–ზე მეტი
შემცველობის (E10) ბენზინის გამოყენება
გააუქმებს პროდუქტის გარანტიას.
• ჩააქრეთ ყოველგვარი სიგარეტი, სიგარა,
ჩიბუხი და აალების სხვა წყარო.
• გამოიყენეთ მხოლოდ მოწონებული
კონტეინერი.
• არასოდეს მოხადოთ საწვავის ავზის
თავსახური ან ჩაამატოთ საწვავი, როდესაც
ძრავა მუშაობს. აცადეთ ძრავს გაციება, სანამ
საწვავს ჩაამატებთ.
•
არასოდეს ჩაამატოთ საწვავი შენობის შიგნით.
• არასოდეს შეინახოთ მანქანა ან საწვავის
კონტეინერი ღია ალის, ნაპერწკლის, ან
სასიგნალო ლამპარის სიახლოვეს, ან წყლის
გამაცხელებელზე და სხვა მოწყობილობებზე.
• არასოდეს გაავსოთ კონტეინერი მანქანაში,
ძარაზე ან პლასტიკის ძირიან მისაბმელზე.
გასავსებად ყოველთვის დადგით კონტეინერი
მიწაზე, თქვენი მანქანისგან მოშორებით.
• ამოიღეთ ბენზინზე მომუშავე მოწყობილობა
ძარიდან ან კორპუსიდან და
ჩაასხით
საწვავი მიწაზე. თუ ეს ვერ ხერხდება, ასეთ
მოწყობილობაში საწვავი ჩაასხით გადასატანი
კონტეინერიდან და არა ბენზინგასამართი
სადურის ჩასასხმელი ავტომატიდან.
• შლანგის ტუჩი გეჭიროთ საწვავის ავზის ან
კონტეინერის ყელთან უშუალოდ შეხებაში
ჩასხმის მთელი დროის განმავლობაში. არ
გამოიყენოთ ტუჩის ჩამკეტ–გამხსნელი
აპარატი.
• თუ საწვავი გადაგესხათ ტანსაცმელზე,
დაუყოვნებლივ გამოიცვალეთ ტანსაცმელი.
• არ დაუშვათ ავზის
გადავსება. მოარგეთ
საწვავის ავზის თავსახური; მოუჭირეთ
საგულდაგულოდ.
V. ძირითადი მომსახურება
V. ძირითადი მომსახურება
• არასდროს აამუშაოთ მანქანა დახურულ
სივრცეში.
• არასოდეს დაარეგულიროთ ან შეაკეთოთ
ამუშავებული ძრავა (მოტორი). ამორთეთ
ამძრავი სანთელის სადენი და მოაცილეთ
სანთელს, რათა არ მოხდეს შემთხვევით
ამუშავება.
• ჭანჭიკები და ქანჩები, განსაკუთრებით
საჭრელის დამაგრების ჭანჭიკები ყოველთვის
იყოს კარგად მოჭერილი და მანქანა იყოს კარგ
მდგომარეობაში.
• არასდროს გამოიყენოთ არასწორედ
უსაფრთხოების მოწყობილობები.
რეგულარულად შეამოწმეთ
მათი მუშაობის
სისწორე.
• მანქანა შეინახეთ ბალახებისგან, ფოთლებისგან
და სხვა ნარჩენებისგან გასუფთავებული.
გაასუფთავეთ გადმოღვრილი ზეთი და
საწვავი. შენახვამდე გააციეთ მანქანა.
• გააჩერეთ და შეამოწმეთ მანქანა, თუ რაიმე
ობიექტს შეეჯახეთ. შეაკეთეთ, თუ საჭიროა,
ახლიდან ამუშავებამდე.
• არასდროს სცადოთ ბორბლის სიმაღლის
რეგულირება, როდესაც ძრავა (მოტორი)
მუშაობს.
• ბალახის შესაგროვებლის კომპონენტები
ექვემდებარება ცვეთას, დაზიანებას და
გაუარესებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს
მოძრავი ნაწილების ექსპოზიცია ან
ობიექტებთან შეჯახება. ხშირად შეამოწმეთ
კომპონენტები და შეცვალეთ მწარმოებლის
მიერ რეკომენდებული ნაწილებით, თუ
საჭიროა.
• საკრეჭის პირები ბასრია და შეიძლება
გაგჭრათ. შეფუთეთ საჭრელი პირი ან ჩაიცვით
ხელთათმანები მასთან მუშაობისას.
• არ შეცვალოთ ძრავის სამართავი პარამეტრები
და არ გადატვირთოთ ძრავა.
• შეაკეთეთ ან შეცვალეთ უსაფრთხოების
ნიშნები
და გამაფრთხილებელი აბრები, თუ
საჭიროა.
• არასოდეს გააკეთოთ რამე, რაც ხელს შეუშლის
უსაფრთხოების მოწყობილობის პირველად
ფუნქციონირებას ან შეამცირებს მის მიერ
უზრუნველყოფილ დაცულობას.
Содержание
- 61 92 56 rev 1 1
- Caspian 1
- Lc 153 hd 961310034 1
- Manufactured by husqvarna professional products na inc 9335 harris corners parkway suite 500 charlotte nc 28269 2
- 40 ft lbs 15
- Aceste simboluri pot apărea pe maşina dv sau în documentele furnizate împreună cu produsul trebuie să învăţaţi şi să înţelegeţi semnifi caţia lor 15
- Bu simvollar sizin maşında və ya məhsul ilə birlikdə təchiz edilən kitabçada görünə bilər onların mənasını öyrənin və başa düşün 15
- Champion rj2yle gap 30 0 76mm 15
- F 0 c sae 5w 30 32 f 0 c 15
- Quarts 1 8 liter unleaded regular 15
- Эти символы могут присутствовать на вашей машине или встречаться в литературе входящей в комплектацию вы должны выучить и понимать их значение гэтыя сімвалы могуць існаваць на машыне або знаходзіцца ў літаратуры якая дадаецца да яе вывучыць і зразумець іх сэнс 15
- Հետևյալ պատկերանշանները կարող են հայտնվել ձեր մեքենայի վրա կամ ապրանքի հետ տրամադրվող ու ղեցու յցների ﬔ ջ սովորեք և ըմբռնեք դրանց նշանակու թյու նը 15
- Ეს ნიშნები შეიძლება ეკრას მანქანას ან მითითებული იყოს პროდუქტის თანდართულ მასალაში გაეცანით და გაიაზრეთ მათი მნიშვნელობა 15
Похожие устройства
- Husqvarna LC 348 V Руководство по эксплуатации
- Husqvarna LC 153 V Руководство по эксплуатации
- Husqvarna LC 353 V Руководство по эксплуатации
- Iek ЗПНш 1500 ECOLINE UZA-15-D16-D95-1-ECLN Габаритный Чертеж
- Iek ЗПНш 1500 ECOLINE UZA-15-D16-D95-1-ECLN Краткое руководство по эксплуатации
- Husqvarna LC 353 VE Руководство по эксплуатации
- Husqvarna LC 353 VB Руководство по эксплуатации
- Iek ЗПС 2х25-4х120/1200/30 (SO140.02) UZA-15-D25-D120-90-12 Габаритный Чертеж
- Iek ЗПС 2х25-4х120/1200/30 (SO140.02) UZA-15-D25-D120-90-12 Краткое руководство по эксплуатации
- Iek ЗПС 2х25-4х120/1800/30 (SO130.02) UZA-15-D25-D120-30-60-18 Габаритный Чертеж
- Iek ЗПС 2х25-4х120/1800/30 (SO130.02) UZA-15-D25-D120-30-60-18 Краткое руководство по эксплуатации
- Honda HRG 410 PI Руководство по эксплуатации
- Iek ЗПС 2х25-4х120/4000/90 (SO136.02) UZA-15-D25-D120-90-40 Габаритный Чертеж
- Iek ЗПС 2х25-4х120/4000/90 (SO136.02) UZA-15-D25-D120-90-40 Краткое руководство по эксплуатации
- Iek ЗПС 4х120/10000 (PS 4120) UZA-15-D120-10000 Габаритный Чертеж
- Iek ЗПС 4х120/10000 (PS 4120) UZA-15-D120-10000 Краткое руководство по эксплуатации
- GGT YH 48 SH Руководство по эксплуатации
- GGT YH 53 SH Руководство по эксплуатации
- GGT YH 58 SH Руководство по эксплуатации
- Iek ЗПС 4х25/10000 IEK UZA-15-D25-10000 Габаритный Чертеж