Braun Oral-B Pro 3/D505.513.3 Cross Action Light Blue [47/52] Გარანტია ჯაგრისის თავების შეცვლაზე

Braun Oral-B Pro 3/D505.513.3 Cross Action Light Blue [47/52] Გარანტია ჯაგრისის თავების შეცვლაზე
47
გარანტია
ჩვენ ვიძლევით 2-წლიან შეზღუდულ გარანტიას
პროდუქტზე, რომელიც ძალაში შედის
შესყიდვის თარიღიდან.
გარანტიის პერიოდის ფარგლებში ჩვენ,
სასყიდლის გარეშე, აღმოვფხვრით
მოწყობილობაში არსებულ ნებისმიერ
დეფექტს, რომელიც გამოწვეულია მასალის ან
დამზადების ხარისხის პრობლემით, რისთვისაც
შევაკეთებთ ან შეგიცვლით მთლიან
მოწყობილობას, რასაც თავად გადავწყვეტთ.
ხელმისაწვდომობის მიხედვით, ერთეულის
შეცვლით შეიძლება მიიღოთ განსხვავებული
ფერი ან ეკვივალენტური მოდელი.
აღნიშნული გარანტია მოქმედებს ნებისმიერ
ქვეყანაში, სადაც მოწყობილობა მიწოდებული
იქნება ბრაუნის ან მის მიერ დანიშნული
დისტრიბუტორის მიერ.
ჩვენი გარანტია არ ფარავს ზიანს, რომელიც
წარმოიშვა მოწყობილობის არასწორი
გამოყენების, ბუნებრივი ცვეთის ან
გამოყენების შედეგად, ეს განსაკუთრებით
ეხება ჯაგრისის თავებს და დეფექტებს,
რომლებსაც უმნიშვნელო ეფექტი აქვს
მოწყობილობის ღირებულებასა და
გამოყენებითობაზე.
გარანტია ბათილდება, თუ შეკეთება შესრულდა
არაავტორიზებული პირების მიერ და თუ
შეკეთების პროცესში არ იყო გამოყენებული
ორიგინალი ნაწილები.
საგარანტიო პერიოდის განმავლობაში
მომსახურების მისაღებად, წარადგინეთ ან
გაუგზავნეთ მოწყობილობა სრულად და
სავაჭრო ჩეკი ავტორიზებულ Oral-B -ის
ბრაუნის კლიენტთა მომსახურების ცენტრს.
მხოლოდ გაერთიანებული სამეფოსთვის: ეს
გარანტია არანაირად არ მოქმედებს კანონით
დადგენილ თქვენს უფლებებზე
გარანტია ჯაგრისის თავების შეცვლაზე
Oral-B- გარანტია გაუქმდება იმ შემთხვევაში, თუკი
ჯაგრისის სახელურის დაზიანება დაკავშირებულია
ისეთი ჯაგრისის თავის გამოყენებასთან, რომელიც
არ არის წარმოებული Oral-B- მიერ.
Oral-B არ გირჩევთ ისეთი ჯაგრისის თავების
გამოყენებას, რომლებიც არ არის წარმოებული
Oral-B- მიერ.
90550907_D505_TCCAR.indd 4790550907_D505_TCCAR.indd 47 22.10.20 09:0822.10.20 09:08

Содержание

Похожие устройства

Скачать