KIVI 24H740LW [65/97] Ლიცენზიები

KIVI 24H740LB [65/97] Ლიცენზიები
მნიშვნელოვანი შენიშვნა პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით
პროდუქტს დართული პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზია
ამ პროდუქტის პროგრამული უზრუნველყოფა შედგება რამდენიმე პროგრამული კომპონენტიდან და თითოეულ ამ ცალკეულ
კომპონენტზე ვრცელდება შემმუშავებლის საავტორო უფლებები. ამ პროდუქტში გამოიყენება მესამე პირის მიერ შესრულებული და
სამომხმარებლო შეთანხმებაში მითითებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტი. დეტალურად სამომხმარებლო შეთანხმებას
შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე kivismart.com ქვეთავში კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ტელევიზორის გამოყენებისათვის საჭიროა
სამომხმარებლო შეთანხმების დადასტურება პირველი გაშვების დროს. ამ მოწყობილობის მეშვეობით ხელმისაწვდომი მთელი
კონტენტი, გამოსახულების, ხმებისა და მომსახურების ჩათვლით ეკუთვნის მესამე პირებს და დაცულია საავტორო უფლებებით,
პატენტებით, სავაჭრო ნიშნებით და/ან ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სხვა კანონებით. ასეთი კონტენტი და მომსახურება
წარმოდგენილია მხოლოდ თქვენი პირადი არაკომერციული გამოყენებისათვის. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ კონტენტი და
მომსახურება მხოლოდ კონტენტის მფლობელის ან მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან ნებართვის ფარგლებში. ზემოაღნიშნულის
ზოგადი არსის შეზღუდვის გარეშე თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ, დააკოპიროთ, განმეორებით გამოსცეთ, ჩამოტვირთოთ,
გამოაქვეყნოთ, გადასცეთ, თარგმნოთ, გაყიდოთ, შექმნათ ნაწარმოებები, წინ წაწიოთ ან რამენაირად გაავრცელოთ ამ მოწყობილობის
მეშვეობით მიღებული ნებისმიერი კონტენტი ან მომსახურება, თუ ამაზე არ არის მიღებული კონტენტის ან მომსახურების შესაბამისი
მფლობელის ნებართვა. მოწყობილობით სარგებლობის შემდეგ თქვენ აღიარებთ, რომ თქვენთან არ მოდის ინტელექტუალურ
საკუთრებაზე უფლებების გადაცემა ან დათმობა და ამჟამინდელი მდგომარეობა არ შეიძლება განმარტებულ იქნას როგორც
ინტელექტუალურ საკუთრებაზე რაიმე უფლებების გადაცემა (გასხვისება) და (ან) დათმობა. თქვენ აღიარებთ, რომ პასუხისმგებელი
ხართ თქვენს მიერ მესამე პირების ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების, კერძოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებების და
აგრეთვე გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე, სამრეწველო ნიმუშზე ან სავაჭრო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების
დარღვევაზე. თქვენ აღიარებთ, რომ პასუხისმგებელი ხართ მოწყობილობის გამოყენების დაწყების შემდეგ თქვენს ან მესამე პირების
მიერ დაყენებული აპლიკაციების გამოყენების მართლზომიერებაზე. ტელევიზორი «KIVI»-ს მწარმოებელი კომპანია და/ან
კომპანია-იმპორტიორი არავითარ გარემოებებში არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების
დარღვევაზე, თუ ასეთი დარღვევა გამოწვეულ იქნა მოწყობილობის გამოყენების დაწყების შემდეგ თქვენს ან მესამე პირების მიერ
მოწყობილობაში შესრულებული ინფორმაციის, მასალებისა ან გამოსახულების შექმნით, ჩატვირთვით, განთავსებით, კოპირებით ან
ცვლილებით.
ლიცენზიები
გაფრთხილებები
ტელევიზორი იმყოფება მაღალი
ძაბვის ქვეშ. არ შეეცადოთ
დაშალოთ ტელევიზორი.
მიმართეთ დახმარებისთვის
ავტორიზებულ სერვის-ცენტრებს.
აალებისა ან ელექტროდენით
დაზიანების თავიდან
ასაცილებლად არ გამოიყენოთ
აპარატი წვიმის ქვეშ და არ
დააქვემდებაროთ ტელევიზორი
ნესტის ზემოქმედებას.
დაიცავით ტელევიზორი
ვარდნისგან, დარტყმისგან და სხვა
საგნებთან შეჯახებისგან.
არ გადაფაროთ კორპუსის
სავენტილაციო ხვრელები.
ბავშვების მიერ აპარატის
ექსპლუატაცია უნდა
ხორციელდებოდეს მხოლოდ
მოზრდილების მეთვალყურეობის
ქვეშ.
არ დაადგათ ტელევიზორი ქსელურ
ზონარზე. ნაკეთობის ჩანგალი
უნდა იყოს ხელმისაწვდომი
საგანგებო გათიშვის შემთხვევაში.
არ დადოთ და არ დააგდოთ
ტელევიზორის ზედაპირზე რაიმე
სახის საგნები. არ დაუშვათ
სითხის მოხვედრა აპარატზე.
არ დაამონტაჟოთ ტელევიზორი
არამყარ ზედაპირებზე.
ტელევიზორის ვარდნა შესაძლოა
გახდეს სხეულის დაზიანებისა და
აპარატის დაზიანების მიზეზი.
თუ თქვენ ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში არ იყენებთ
ტელევიზორს, ამოიღეთ კვების
ჩანგალი ქსელიდან.
არ დააქვემდებაროთ მოწყობილობა
პირდაპირი მზის სხივების ან
სითბოს სხვა წყაროების
ზემოქმედებას. არ დააყენოთ
ტელევიზორის გვერდით ღია ალის
წყაროს, მაგალითად სანთლის
მახლობლად.
დაიცავით მინიმალური მანძილი
გარშემომყოფი საგნებისაგან
ტელევიზორამდე. არ დაუშვათ
მოწყობილობის გადამეტხურება.
10см
10см
5см
20см
64
GE

Содержание

Похожие устройства

Скачать