Oral-B iO Series 5 Black matte Руководство по эксплуатации онлайн [18/18] 890494

Oral-B iO Series 5 Black matte Руководство по эксплуатации онлайн [18/18] 890494
18
არ ითვალისწინებს Bluetooth Smart-ის
კონკრეტულ სმარტფონებთან
დაკავშირებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ
Bluetooth ინტერფეისის გაუმართაობა
შეიძლება მიეწეროს Oral-B-ს. Bluetooth
მოწყობილობაზე გარანტიას იძლევიან მათი
საკუთარი მწარმოებლები და არა Oral-B.
Oral-B არ ახდენს ზეგავლენას და არ იძლევა
რეკომენდაციებს მოწყობილობის
მწარმოებლებისათვის და შესაბამისად,
Oral-B იხსნის პასუხისმგებლობას ჩვენს
Bluetooth ინტერფეისთან თავსებადი
მოწყობილობის რაოდენობაზე.
Oral-B უფლებას ინარჩუნებს მასზედ, რომ
ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების
გარეშე განახორციელოს ნებისმიერი
ტექნიკური ცვლილებები ან მოწყობილობის
ფუნქციების სისტემური დანერგვის,
ინტერფეისის და მენიუს სტრუქტურული
ცვლილებები, რომლებიც საჭიროდ მიიჩნევა
იმისთვის, რომ Oral-B-ს სისტემები
საიმედოდ ფუნქციონირებდნენ.
გარანტია – გამონაკლისები და შეზღუდვები
შეზღუდული გარანტია შეეხება მხოლოდ
Braun/Oral-B სავაჭრო ნიშნით, სავაჭრო
სახელით ან მათი კუთვნილი ლოგოთი
იდენტიფიცირებად ახალ პროდუქტებს,
რომლებსაც აწარმოებს კომპანია Procter &
Gamble, მისი ფილიალები ან შვილობილი
კომპანიები («P&G»), ან რომლებიც მათთვის
არის წარმოებული.
მოცემული შეზღუდული გარანტია არ
შეეხება რაიმე არა P&G-ს მიერ წარმოებულ
პროდუქტს, მათ შორის, აპარატურულ
მოწყობილობას და პროგრამულ
უზრუნველყოფას. P&G არ არის
პასუხისმგებელი რაიმე პროგრამების,
მონაცემების ან სხვა ინფორმაციისადმი
მიყენებულ ზიანზე ან ზარალზე, რომელსაც
მოიცავს მოცემული პროდუქტი ან
ნებისმიერი P&G-ის პროდუქტი ან ის
ნაწილი, რომელსაც მოცემული
შეზღუდული გარანტია არ შეეხება.
მოცემული შეზღუდული გარანტია არ
მოიცავს პროგრამების, მონაცემების ან
სხვა ინფორმაციის აღდგენას ან ხელახალ
დაყენებას.
მოცემული შეზღუდული გარანტია არ
მოიცავს (i) უბედური შემთხვევით, ბოროტად
გამოყენებით, არასათანადოდ გამოყენებით,
უყურადღებობით, არამიზნობრივი
გამოყენებით ან არა-P&G პროდუქტის
გამოყენებით მიყენებულ ზარალს; (ii)
ზარალს, რომელიც გამოწვეულია არა
Braun-ის წარმომადგენელი პირის ან არა
Braun-ის მომსახურების ნებადართული
ადგილმდებარეობის მიერ; (iii) მიყენებულ
ზარალს პროდუქტის ან დეტალის მიზეზით,
რომელიც შეცვლილია P&G-ს წერილობითი
ნებართვის გარეშე.
ინფორმაცია
Bluetooth
®
რადიო მოდული
მიუხედავად იმისა, რომ Bluetooth
მოწყობილობაზე ყველა მითითებული
ფუნქცია მხარდაჭერილია, Oral-B არ
უზრუნველყოფს კავშირის და
მახასიათებლების გამართული
ფუნქციონირების 100%-იან საიმედოობას.
ფუნქციონალური ეფექტურობა და
კავშირის სიმედოობა წარმოადგენს
თითოეული Bluetooth მოწყობილობის,
პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის და
ასევე მოცემული Bluetooth მოწყობილობების
საოპერაციო სისტემისა და კომპანიის
მოწყობილობაში დანერგილი
უსაფრთხოების რეგულაციების უშუალო
შედეგებს.
Oral-B მკაცრად იცავს და ახორციელებს
Bluetooth სტანდარტს, რომლის მიხედვითაც
Bluetooth მოწყობილობებს შეუძლია Oral-B iO
კბილის ჯაგრისებთან კომუნიკაცია და
ფუნქციონირება.
მიუხედავად ამისა, თუ მწარმოებლები
მოცემული სტანდარტის დანერგვას ვერ
განახორციელებენ, Bluetooth თავსებადობა და
ფუნქციები გაუარესდება და მომხმარებელს
შეიძლება შეექმნას ფუნქციონალური და
მახასიათებლებთან დაკავშირებული
ხარვეზები. გაითვალისწინეთ, რომ
Bluetooth მოწყობილობის პროგრამულ
უზრუნველყოფას შეუძლია, მნიშვნელოვანი
ზეგავლენა იქონიოს თავსებადობასა და
ფუნქციონირებაზე.
ჯაგრისის თავების შეცვლა გარანტიის ფარგლებში
Oral-B-ის გარანტია გაუქმდება, თუ
აღმოჩნდება, რომ მრავალჯერადი
დამუხტვის კბილის ჯაგრისის სახელურის
დაზიანება გამოწვეულია არა-Oral-B-ის
სათადარიგო ჯაგრისის თავების
გამოყენებით.
Oral-B არ გირჩევთ არა-Oral-B-ის
სათადარიგო ჯაგრისის თავების
გამოყენებას.
Oral-B ვერ აკონტროლებს არა-Oral-B-ის
სათადარიგო ჯაგრისის თავების ხარისხს.
შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიძლევით
გარანტიას, რომ არა-Oral-B-ის
სათადარიგო ჯაგრისის თავები ისე
ეფექტურად იმუშავებს, როგორც ეს
თავდაპირველად მრავალჯერადად
დამუხტვადი ელექტრული სახელურის
შეძენისას იყო გაცხადებული.
Oral-B ვერ უზრუნველყოფს არა-Oral-B-ის
სათადარიგო ჯაგრისის თავების ზუსტად
მორგებას.
Oral-B წინასწარ ვერ განსაზღვრავს არა-
Oral-B-ის სათადარიგო ჯაგრისის თავების
ხანგრძლივ გავლენას სახელურის
ცვეთაზე. Oral-B-ის სათადარიგო ჯაგრისის
ყველა თავზე დატანილია Oral-B-ს ლოგო
და აკმაყოფილებს Oral-B-ის მაღალი
ხარისხის სტანდარტებს.
Oral-B არ ყიდის შემცვლელ ჯაგრისის
თავებს და არ ვაჭრობს ნაწილებით რაიმე
სხვა ბრენდის სახელით.
20139825_Leporello_UI_iO3-iO5_75x155_Reg_NGC_EE_2D.indd 1820139825_Leporello_UI_iO3-iO5_75x155_Reg_NGC_EE_2D.indd 18 22.05.23 10:1422.05.23 10:14

Похожие устройства

Скачать