Ariston PRO1 ECO INOX ABS PW 30 V SLIM Руководство по эксплуатации онлайн [40/68] 432277

Ariston PRO1 ECO INOX ABS PW 50 V SLIM Руководство по эксплуатации онлайн [40/68] 432278
40
მომსახურების ვადა შეადგენს არანაკლებ 3 წელს.
ქვემოთ ჩამოთვლილი ცალკეული სერიების შემადგენელ ნაწილებზე:
ფოლადი მინანქრის საფარით
- წყლის გამაცხელებელი სერიები PRO1 ECO ABS PW, BLU1 ECO ABS PW - 5 წელი;
უჟანგავი ფოლადი
- წყლის გამაცხელებელი სერიები PRO1 ECO INOX ABS PW - 7 წელი.
4. საგარანტიო ვადის ვადამდელი შეწყვეტა.
საგარანტიო ვადა წყდება პირველ პუნქტში (1) მითითებული დროის პერიოდის
ამოწურვმდე, ერთი ან რამდენიმე გარემოების არსებობისას:
- მომხმარებლის მიერ მოწყობილობის დამონტაჟების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და
გამოყენების წესების დარღვევისას;
- მაგნეზიუმის ანოდი არ შეცვლილა 24 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში ან
მაგნეზიუმის ანოდის ნარჩენი მოცულობა შეადგენს თავდაპირველის 30%-ზე ნაკლებს
(უჟანგავი ფოლადის წყლის ავზის საგარანტიო ვადების გარდა);
- სათადარიგო ნაწილების დამოუკიდებელი (თვითნებური) შეკეთება და გამოცვლა, რაც
არღვევს მოწყობილობის მუშაობის უნარს;
- წყალგამაცხელებლის დამოუკიდებელი (თვითნებური) დემონტაჟი სამონტაჟო უბნიდან.
მწყობრიდან გამოსული წყალგამაცხელებლის დათვალიერება, ხარისხის შემოწმება
და ექსპერტიზა ხდება მწარმოებლის ავტორიზებული სერვის ცენტრის მიერ მხოლოდ
მოწყობილობის დამონტაჟების ადგილას;
- მოწყობილობისათვის მექანიკური დაზიანების მიყენება;
- ელექტროენერგიის ან წყალმომარაგების ქსელების პარამეტრების შეუსაბამობა არსებული
ნორმებისა და სტანდარტებისადმი;
- მოწყობილობის გამოყენება არადანიშნულებისამებრ;
- ნაწარმის კორპუსზე სერიული ნომრის შემცველი საიდენტიფიკაციო ფირფიტის
არარსებობა;
- დამცავი სარქველის წინ წყლის წნევის რედუქტორის არარსებობა წყალმომარაგების
ქსელის 5 ბარზე მეტი წნევის დროს;
- უშუალოდ წყალგამაცხელებლის შესასვლელზე დამცავი სარქველის არარსებობა, მისი
დაზიანება ან გაჭედვა;
- ელექტრული პოტენციალის არსებობა წყალგამაცხელებლის წყლის შემცველ ავზში.
5. დამატებითი ინფორმაცია.
შესყიდული აღჭურვილობის დასაყენებლად და რეგულარული სერვისული
მომსახურებისათვის რეკომენდირებულია ისარგებლოთ ჩვენი სერვის ცენტრების
მომსახურებით. ჩვენი სერვის ცენტრების მეშვეობით თქვენ შეძლებთ წყალგამაცხელებლის
სათადარიგო ნაწილების და მაკომპლექტებელი ნაკეთობების შეძენას, ასევე საჭირო
ტექნიკური კონსულტაციის მიღებას. მიწოდების კომპლექტი:
- წყალგამაცხელებელი;
- დამცავი სარქველი;
- საკიდი;
- დამონტაჟებისა და გამოყენების;
- საგარანტიო ბარათი;
- ქარხნული შეფუთვა.
მოწყობილობის დამონტაჟებისა და გამოყენების წინ ყურადღებით შეისწავლეთ ინსტრუქცია.
მწარმოებელი: შპს „არისტონ ტერმო რუს“, რუსეთი, 188676, ლენინგრადის ოლქი,
ვსევოლჟსკის რაიონი, ქ. ვსევოლჟსკი, სამრეწველო ზონის ქალაქ ვსევოლჟსკის საწარმოო
ზონა, ინდუსტრიალნაიას ქ., № 9, კორპ. ლიტ.ა
GE

Содержание

Похожие устройства

Скачать