Braun Pro 3/D505.513.3X Pink [42/52] Აღწერა

Braun Pro 3/D505.513.3X Pink [42/52] Აღწერა
42
როზეტიდან გამოძრობისას, ყოველთვის
მოქაჩეთ შტეკერი კაბელის ნაცვლად.არ
შეეხოთ შტეკერს სველი ხელებით. ამან
შეიძლება გამოიწვიოს ელექტროშოკი.
თუ პირის ღრუსთან დაკავშირებული
ნებისმიერი სახის მკურნალობას გადიხართ,
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს
სტომატოლოგ სპეციალისტთან
გამოყენებამდე.
ეს კბილის ჯაგრისი არის ხელსაწყო,
რომელიც წარმოადგენს თავის მოვლის
საშუალებას და არ არის გამიზნული
სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ან
დაწესებულებაში მრავალ პაციენტზე
გამოსაყენებლად.
მხოლოდ კბილების გამოხეხვისთვის. არ
დაღეჭოთ ჯაგრისი და არ უკბიჩოთ მას. არ
გამოიყენოთ, როგორც სათამაშო, ან
ზრდასრულის ზედამხედველობის გარეშე.
ჯაგრისის თავის გატეხვის ასაცილებლად,
რამაც შეიძლება წარმოქმნას მცირე
ნაწილებით დახრჩობის საფრთხე ან დააზიანოს
კბილები:
ყოველი გამოყენების წინ, შეამოწმეთ, რომ
ჯაგრისის თავი კარგადაა მორგებული.
შეწყვიტეთ კბილის ჯაგრისის გამოყენება, თუ
ჯაგრისის თავი კარგად არაა მორგებული.
არასდროს გამოიყენოთ ჯაგრისის თავის
გარეშე.
თუ კბილის ჯაგრისის სახელური დაგივარდათ,
ჯაგრისის თავი უნდა გამოიცვალოს შემდეგ
გამოყენებამდე მაშინაც კი, თუ დაზიანება
არაა შესამჩნევი.
გამოცვალეთ ჯაგრისის თავი ყოველ 3 თვეში
ან უფრო მალე, თუ ჯაგრისის თავი იცვითება.
გაწმინდეთ ჯაგრისის თავი ჯეროვნად ყოველი
გამოყენების შემდეგ (იხილეთ პარაგრაფი
„რეკომენდაციები გაწმენდის შესახებ“).
ჯეროვანი გაწმენდა განაპირობებს კბილის
ჯაგრისის უსაფრთხო გამოყენებასა და
ფუნქციონირებას.
აღწერა
a ჯაგრისის თავი
b ღრძილზე დაწოლის კონტროლის ნათურა
c ჩართვა/გამორთვის ღილაკი (რეჟიმის
არჩევა)
d სახელური
90550907_D505_TCCAR.indd 4290550907_D505_TCCAR.indd 42 22.10.20 09:0822.10.20 09:08

Содержание

Похожие устройства

Скачать