Braun Pro 3/D505.513.3X Pink [44/52] Კბილის ჯაგრისის გამოყენება

Braun Pro 3/D505.513.3X Pink [44/52] Კბილის ჯაგრისის გამოყენება
44
სახელურის შენახვა ყოველთვის
შესაძლებელია შეერთებულ დამტენზეც;
ელემენტის ზედმეტად დატენვას თავად
მოწყობილობა აკონტროლებს.
შენიშვნა: ელემენტის ოპტიმალური
ფუნქციონირებისათვის, სახელური შეინახეთ
ოთახის ტემპერატურაზე.
გაფრთხილება: არ შეინახოთ და დატენოთ
სახელური 50 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
დატენვისათვის რეკომენდირებული
ტემპერატურა არის 5 °C -დან 35 °C-მდე.
კბილის ჯაგრისის გამოყენება
წმენდის ტექნიკა
დაასველეთ ჯაგრისის თავი და დაიტანეთ
ნებისმიერი სახის კბილის პასტა. ჩართეთ კბილის
ჯაგრისი მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიტანთ მას
კბილებთან (სურათი 2). ორალ--ის ჯაგრისის
პულსირებად-მბრუნავი თავების გამოყენებით
კბილების წმენდისას, ნელა გადაადგილეთ ჯაგრისი
ერთი კბილიდან მეორეზე, ყოველ კბილს დაუთმეთ
რამდენიმე წამი. (სურათი 5).
ჯაგრისის ნებისმიერი თავის გამოყენებისას, არ
დაგავიწყდეთ თქვენი კბილების სამივე ზედაპირის
გახეხვა: საღეჭი, გარე და შიდა ზედაპირები.
თანაბრად გაიხეხეთ თქვენი პირის ღრუს ოთხივე
მხარე. თქვენთვის შესაფერისი მეთოდის არჩევის
მიზნით, დაუკავშირდით თქვენს სტომატოლოგს
ან სტომატოლოგ-ჰიგიენისტს.
ელექტრო ჯაგრისის გამოყენების პირველი
დღეების განმავლობაში შესაძლებელია
ღრძილებიდან მცირე სისხლდენა. როგორც წესი,
სისხლდენა წყდება რამდენიმე დღეში. თუ ის
გაგრძელდება 2 კვირაზე მეტი დროის
განმავლობაში, დაუკავშირდით თქვენს
სტომატოლოგს ან სტომატოლოგ-ჰიგიენისტს. თუ
მგრძნობიარე კბილები ან ღრძილები გაქვთ,
ორალ-ბი გირჩევთ «Sensitive» რეჟიმის (მოდელის
მიხედვით) გამოყენებას (სურვილისამებრ, ორალ-ბი
«Sensitive» ჯაგრისის თავთან კომბინაციაში).
ხეხვის რეჟიმები (დამოკიდებულია მოდელზე)
«ყოველდღიური წმენდა»სტანდარტული რეჟიმი
პირის ღრუს ყოველდღიური წმენდისთვის
«მგრძნობიარე»მგრძნობიარე არეების სათუთი,
მაგრამ საფუძვლიანი წმენდა
«გათეთრება»განსაკუთრებული გაპრიალება
პერიოდული ან ყოველდღიური გამოყენებისთვის
90550907_D505_TCCAR.indd 4490550907_D505_TCCAR.indd 44 22.10.20 09:0822.10.20 09:08

Содержание

Похожие устройства

Скачать