Haier HCE103R [31/74] Სიფრთხილის ზომები

Haier HCE429R [31/74] Სიფრთხილის ზომები
2
GE
სიფრთხილის ზომები
დაიშვება ხელსაწყოს გამოყენება 8 წლიდან ასაკის ბავშვების მიერ და შეზღუდული ფიზიკური,
სენსორული ან გონებრივი უნარებს მქონე პირების მიერ, აგრეთვე გამოცდილებისა და საკმარისი
ცოდნის არმქონე პირების მიერ, თუ ისინი იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ ანდა მიიღეს აღნიშნული
ხელსაწყოს უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქტაჟი და აცნობიერებენ პოტენციურ საფრთხეს.
არ დაუშვათ ბავშვების თამაში ხელსაწყოსთან.
ხელსაწყოს გაწმენდა და ტექნიკური მომსახურება არ უნდა ხორციელდებოდეს ბავშვების მიერ
სატანადო მეთვალყურეობის გარეშე.
ხელსაწყო იმგვარად უნდა იყოს განთავსებული, რომ უზრუნველყოფილ იქნას მისადგომი
შტეპსელთან.
თუ კვების კაბელი დაზიანებულია, მწარმოებელი, მომსახურების აგენტი ან სხვა კვალიფიციური
სპეციალისტი ვალდებულია განახორციელოს მისი გამოცვლა საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.
ხელსაწყოს კორპუსში ან ჩაშენებულ კომპონენტებში არსებული სავენტილაციო ხვრელები არ უნდა
იყოს ბლოკირებული.
გალღობის პროცესის დასაჩქარებლად ნუ გამოიყენებთ მექანიკურ ან სხვა მოწყობილობებს ან სხვა
საშუალებებს, გარდა მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული საშუალებებისა.
ნუ დააზიანებთ მაცივარი აგენტის ცირკულაციის კორპუსს.
ნუ გამოიყენებთ ელექტროხელსაწყოებს პროდუქტის შენახვის განყოფილებებში, თუ ის არ არის
რეკომენდირებული მწარმოებლის მიერ.
პროდუქტის უტილიზაციისათვის მიმართეთ მომსახურების აგენტს, ვინაიდან ხელსაწყოში
გამოიყენება ადვილაალებადი აირი.
თუ განათების ნათურები დაზიანებულია, მწარმოებელი, მომსახურების აგენტი ან სხვა კვალიფიციური
სპეციალისტი ვალდებულია განახორციელოს მისი გამოცვლა საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.
ნუ შეინახავთ მაცივარში ფეთქებად ნივთიერებებს, როგორიცაა აეროზოლის ბალონები ადვილაალებადი
ნივთიერებებით.
საყინულე სკივრი გამოდგება გათბობის გარეშე არსებულ სათავსში და ქუჩაში არაუმეტეს —12°C
ტემპერატურაზე გამოყენებისათვის.
ვინაიდან საყინულე სკივრში გამოიყენება ადვილაალებადი მაცივარი აგენტი, საჭიროა სიფრთხილის
გამოჩენა მისი მონტაჟის, გადაადგილების, მომსახურებისა და უტილიზაციის დროს.
განათებით აღჭურვილ მოწყობილობებში არსი ჩაშენებული ჩამრთველი. ხელსაწყოს გაღებისას
განათება ავტომატურად ინთება და ასევე ავტომატურად ითიშება მისი დახურვის შემდეგ (მხარდაჭერა
არსებობს ყველა მოდელისათვის). ნათურა დაცულის გამჭვირვალე პანელით. ნებადართულია
გამოყენება მხოლოდ 220~240 ვ/15 ვტ-ს მაქსიმალური მახასიათებლების მქონე ნათურები. ნათურის
გამოცვლისათვის, ჯერ მოხსენით ხრახნები, რომლითაც დამაგრებულია დამცავი პანელი, შემდეგ
მოხსენით გაუმართავი ნათურა, მისი საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ დატრიალების
გზით და შეცვალეთ ის ახალი, იმავე მახასიათებლების მქონე ნათურით, რის შემდეგაც დააყენეთ
ადგილზე დამცავი პანელი და დაამაგრეთ ის ხრახნით.
ხელსაწყო უნდა იყოს დამიწებული.
ამ სიმბოლოს არსებობა ხელსაწყოზე და მის შეფუთვაზე მიუთითებს იმაზე, რომ მისი უტილიზაცია
სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად არ არის ნებადართული. ხელსაწყო უნდა იქნას
ჩაბარებული ვადაგასული ელექტროხელსაწყოების და ელექტრონული ხელსაწყოების მიღების
შესაბამის პუნქტში. ვადაგასული ხელსაწყოს უტილიზაცია დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ
გარემოსათვის და ადამიანების ჯანმრთელობისათვის ნეგატიური შედეგების აცილებაში, რასაც
შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მისი არასწორი უტილიზაციის შემთხვევაში. დაწვრილებითი
ინფორმაციისათვის მიმართეთ ადგილობრივ მუნიციპალურ სამმართველოს, სამეურნეო სამსახურს,
რომელიც პასუხისმგებელია ნარჩენების გატანასა და უტილიზაციაზე, ანდა მაღაზიას, რომელშიც
თქვენ შეიძინეთ ნაკეთობა.

Содержание