Haier HW70-BP12969A [182/212] Series um ru 240519 груз

Haier HW70-BP12969A [182/212] Series um ru 240519 груз
2
მადლობა
მადლობას მოგახსენებთ კომპანია Haier-ის პროდუქციის არჩევისთვის.
გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე სახელმძღვანელო.
სახელმძღვანელო შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ
მაქსიმალური სარგებლის მიღებაში მოწყობილობის გამოყენებიდან და უსაფრთხო და
სწორი მონტაჟის, გამოყენების და მომსახურების უზრუნველყოფაში.
შეინახეთ წინამდებარე სახელმძღვანელო მოხერხებულ ადგილას, რათა ყოველთვის
შეძლოთ მისი გამოყენება მოწყობილობის უსაფრთხო და სწორი ექსპლუატაციის მიზნით.
თუ სხვა ადგილზე გადასვლის შემთხვევაში მოწყობილობის გაყიდვას, გადაცემას ან სახლის
ახალი მფლობელებისთვის დატოვებას გადაწყვეტთ, გადაეცით ახალ მფლობელს ეს
სახელმძღვანელოც, რათა მან შეძლოს გაეცნოს მოწყობილობას და გაფრთხილებებს
უსაფრთხოების შესახებ.
პირობითი აღნიშვნები
ყურადღება მნიშვნელოვანი ინფორმაცია
უსაფრთხოების ტექნიკის შესახებ
ზოგადი ინფორმაცია და რჩევები
ეკოლოგიური ინფორმაცია
უტილიზაცია
დაგვეხმარეთ გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობის
დაცვაში. განათავსეთ შეფუთვა შესაბამის კონტეინერებში
მისი უტილიზაციისთვის. დაგვეხმარეთ ელექტრული და
ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების
უტილიზაციაში. არ გადააგდოთ ამ სიმბოლოთი
აღნიშნული მოწყობილობები საყოფაცხოვრებო
ნარჩენებთან ერთად. გადაეცით მოწყობილობა
გადამუშავების ადგილობრივ საწარმოს ან მიმართეთ
ადგილობრივ მუნიციპალურ დაწესებულებას.
ყურადღება!
ტრავმის ან გაგუდვის საფრთხე!
გამოაერთეთ მოწყობილობა ქსელიდან. გადაჭერით დენის კაბელი და
მოახდინეთ მისი უტილიზაცია. მოხსენით კარის ფიქსატორი, რათა
ბავშვები და შინაური ცხოველები არ ჩაიკეტონ მოწყობილობაში.
GE

Содержание

Похожие устройства