Haier HW70-BP12969A [200/212] Მოვლა და დასუფთავება

Haier HW70-BP12969A [200/212] Მოვლა და დასუფთავება
20
8 - მოვლა და დასუფთავება
8.5 გამოუყენებლობა ხანგრძლივი პერიოდების
განმავლობაში
თუ მანქანა ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ
გამოიყენება:
1. გამორთეთ ქსელიდან ელექროჩანგალი (ნახ. 8-6).
2. გამორთეთ წყლის მიწოდება (ნახ. 8-7)
3. გამოაღეთ კარი, რათა თავიდან აიცილოთ ნესტისა
და სუნის გაჩენა. დატოვეთ კარი ღია
მდგომარეობაში, როდესაც არ ხდება სარეცხი
მანქანის გამოყენება.
შემდეგი გამოყენების წინ ყურადღებით შეამოწმეთ
ელექტროკაბელი, წყლის მიწოდება და ჩამოსასხმელი
შლანგი. დარწმუნდით, რომ ყველაფერი სათანადოდ
არის დაყენებული, და გაჟონვას ადგილი არ აქვს.
შენიშვნა. დოლის გაწმენდა
ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოუყენებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია
„დოლის გაწმენდა“ (Drum Clean) პროგრამის გაშვება თეთრეულის ჩატვირთვის გარეშე და
სარეცხი საშუალების მცირე რაოდენობის მოთავსებით მისთვის განკუთვნილ
განყოფილებაში (1) ან სპეციალური გამწმენდი საშუალებით შესაძლო დამაზიანებელი
ნივთიერებებს მოცილების მიზნით.
8.6 ტუმბოს ფილტრი
გაწმინდეთ ფილტრი თვეში ერთხელ და შეამოწმეთ
ტუმბოს ფილტრი, იმ შემთხვევაში, თუ:
არ ხდება მანქანიდან წყლის ჩამოსხმა;
თუ დოლი არ ბრუნავს;
თუ მუშაობის დროს მანქანა უცნაურ ხმებს გამოსცემს.
ყურადღება!
დამდუღრვის რისკი! წყალი ტუმბოს ფილტრში შეიძლება
ძალიან ცხელი იყოს! ნებისმიერი მოქმედების
შესრულებისას, დარწმუნდით, რომ წყალი გაცივდა.
1. გამორთეთ სარეცხი მანქანა და ამოიღეთ შტეფსელის
ჩანგალი როზეტიდან (ნახ. 8-8).
2. გახსენით მომსახურებისთვის გათვალისწინებული
ლიუკი. ამისთვის შეიძლება გამოიყენოთ მონეტი ან
სახრახნისი (ნახ. 8-9).
3. მიადგით ბრტყელძირიანი ჭურჭელი წყლის
ჩამოსაშვებად (ნახ. 8-10). წყლის მოცულობა შეიძლება
დიდი იყოს!
4. გამოსწიეთ ჩამოსასხმელი შლანგი და დაიჭირეთ მისი
ბოლო ჭურჭლის თავზე (ნახ.8-10).
5. ამოიღეთ საცობი ჩამოსაშვები შლანგიდან (ნახ.8-10).
6. დრენაჟის დასრულების შემდეგ დაუცეთ თავი
ჩამოსასხმელ შლანგს (ნახ. 8-11) და მიუერთეთ ის
მანქანას.
7. ამოხრახნეთ ტუმბოს ფილტრი საათის ისრის
საპირისპირო მიმართულებით და ამოიღეთ ის (ნახ. 8-12).
8. მოაცილეთ ჭუჭყი (ნახ. 8-13).
GE

Содержание

Похожие устройства