Philips FC6726/01 [38/42] Მნიშვნელოვანი ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ

Philips FC6726/01 [38/42] Მნიშვნელოვანი ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ
ქართული ენა
38
ქართული ენა
გილოცავთ შენაძენს და მოგესალმებით Philips-ში! სრულად რომ ისარგებლოთ იმ მხარდაჭერით, რომელსაც Philips-ი გთავაზობთ,
დაარეგისტრირეთ თქვენი პროდუქტი აქ www.philips.com/MyVacuumCleaner.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ
წაიკითხეთ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ მოწყობილობისა და მისი აქსესუარების გამოყენებამდე და შეინახეთ სამომავლოდ.
თანმხლები აქსესუარები შესაძლოა იცვლებოდეს სხვადასხვა პროდუქციის მიხედვით.
საფრთხე
- არასოდეს შეისრუტოთ წყალი ან ნებისმიერი სხვა სითხე. არასოდეს შეისრუტოთ აალებადი ნივთიერებები და ფერფლი ვიდრე არ
გაცივდება.
- არ ჩადოთ მოწყობილობა ან გადამყვანი წყალში ან ნებისმიერ სხვა სითხეში, არც გაავლოთ ონკანის ქვეშ.
გაფრთხილება
- შეამოწმეთ რამდენად შეესაბამება გადამყვანზე მითითებული ვოლტაჟი ადგილობრივ ძაბვის ვოლტაჟს ვიდრე შეაერთებთ
მოწყობილობას.
- ყოველთვის შეამოწმეთ მოწყობილობა ვიდრე მას გამოიყენებთ. არ გამოიყენოთ მოწყობილობა ან გადამყვანი თუ ის დაზიანებულია.
ყოველთვის შეცვალეთ დაზიანებული ნაწილი ორიგინალით.
- შემაერთებელი მოწყობილობა შეიცავს ტრანსფორმატორს. არ გადაჭრათ გადამყვანი სხვა შესაერთებლით ჩასანაცვლებლად,
ვინაიდან ეს იწვევს საფრთხის შემცველ სიტუაციას.
- ამ მოწყობილობის გამოყენება შეუძლიათ ბავშვებს 8 წლიდან და პირებს შეზღუდული ფიზიკური, სენსორული ან მენტალური
შესაძლებლობებით ან გამოცდილებისა და ცოდნის სიმცირის მქონე პირებს, თუ ვინმეს მეთვალყურეობის ქვეშ არიან ან აუხსნეს, თუ
როგორ გამოიყენონ მოწყობილობა უსაფრთხოდ და გააცნობიერონ არსებული საფრთხეები. ბავშვებმა არ უნდა ითამაშონ ამ
მოწყობილობით. გაწმენდა და მოვლა არ უნდა მოხდეს ბავშვების მიერ, მეთვალყურეობის გარეშე.
- ყოველთვის შეინახეთ მაგნიტური დამუხტვის დისკი ძალიან პატარა ბავშვებისაგან შორს.
- შესაერთებელი უნდა გამოაერთოთ დენცქვიტადან, სანამ გაწმენდთ ან შეინახავთ მოწყობილობას.
- გამოაერთეთ გადამყვანი თუ არ აპირებთ მოწყობილობის გარკვეული დროის განმავლობაში გამოყენებას.
- როდესაც ინახავთ მოწყობილობას ერთ თვეზე მეტი ხნის მანძილზე (გამოყენების ან დამუხტვის გარეშე), დარწმუნდით, რომ ბატარეა
სულ მცირე 50%-ითაა დამუხტული. მოწყობილობის დაცლილი ბატარეით შენახვამ შესაძლებელია მიგვიყვანოს ბატარეის შეუქცევად
დაზიანებამდე.
- ასევე დარწმუნდით, რომ გადამყვანი გამოერთებულია მოწყობილობის შენახვისას.
- FC6726, FC6723, FC6722 ტიპებისათვის: არ დაუშვათ მოტორული ჯაგრისის მოძრაობა სხვა მოწყობილობების ქსელურ, ან სხვა
კაბელებზე, ვინაიდან ამან შესაძლებელია საფრთხე გამოიწვიოს.
- FC6726, FC6723, FC6722 ტიპებისათვის: მოშვებული სამოსი, თმა და სხეულის ნაწილები მოშორებით დაიჭირეთ მოტორული
ჯაგრისებისაგან.
- არ დააფაროთ ან დაბლოკოთ სავენტილაციო ღიობები როდესაც მოწყობილობა მუშაობს.
- მტვერსასრუტი შექმნილია მხოლოდ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის. არ გამოიყენოთ ეს მტვერსასრუტი რათა შეისრუტოთ
სამშენებლო მასალების ნარჩენები, ცემენტის მტვერი, ფერფლი, წმინდა ქვიშა, კირქვა და მსგავსი სუბსტანციები. არასდროს
გამოიყენოთ მტვერსასრუტი ფილტრების გარეშე. ამან შეიძლება დააზიანოს ძრავა და შეამციროს მტვერსასრუტის საექსპლუატაციო
პერიოდი. ყოველთვის გაწმინდეთ მტვერსასრუტის ყველა ნაწილი ისე, როგორც მოცემულია მომხმარებლის სახელმძღვანელოში. არ
გაწმინდოთ არცერთი ნაწილი წყლით და/ან საწმენდი საშუალებებით თუ არ არის მოცემული მომხმარებლის სახელმძღვანელოში.
- დამუხტეთ მოწყობილობა მხოლოდ მოწოდებული გადამყვანით. გამოიყენეთ მხოლოდ 25ვ გადამყვანი ZD12D250050EU ან 29ვ
გადამყვანი ZD12D290050EU. გადამყვანის შესაბამისი ნომერი შეგიძლიათ იხილოთ გადამყვანზე.
- დამუხტეთ, გამოიყენეთ და შეინახეთ პროდუქტი 5°C და 40°C შორის ტემპერატურაზე.
- არ გახსნათ, შეცვალოთ, გახვრიტოთ, დააზიანოთ ან დაშალოთ პროდუქტი ან ბატარეა მათი გადახურების ან ტოქსიკური ან სახიფათო
ნივთიერებების გამოყოფის თავიდან არიდების მიზნით. არ დაუშვათ ბატარეების მოკლე ჩართვა, გადაჭარბებული დამუხტვა ან
უკუდამუხტვა.
- მოარიდეთ პროდუქტი და ბატარეები ცეცხლს და მიუშვერთ მათ პირდაპირ მზის სხივებს ან მაღალ ტემპერატურას.
- თუ პროდუქტი გახდება მეტისმეტად ცხელი, ან სუნიანი, ან შეიცვლის ფერს, შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და დამუხტვა და
დაუკავშირდით Philips-ს.
- არ მოათავსოთ პროდუქცია და მისი ბატარეები მიკროტალღურ ღუმელში ან ინდუქციურ გაზქურაში.
- თუ ბატარეები დაზიანებულია ან ჟონავს, მოერიდეთ კანთან ან თვალთან კონტაქტს. თუ ასეთი რამ მოხდება, დაუყოვნებლივ
ამოიბანეთ კარგად წყლით და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
- ეს პროდუქცია შეიცავს მრავალჯერადად დამუხტვად ბატარეას. ბატარეის შეცვლა შესაძლებელია, მხოლოდ კვალიფიციური
მომსახურების ინჟინრის მიერ.
- წაიღეთ მოწყობილობა Philips-ის მომსახურების ავტორიზებულ ცენტრში როდესაც აღარ შეგიძლიათ მისი დამუხტვა ან ძალიან
სწრაფად ხარჯავს ენერგიას.
- დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ნუ გამოიყენებთ მოწყობილობას, თუ მასში არ არის დევს მტვრის კონტეინერი.
ფრთხილად
- დამუხტვის დროს, გადამყვანი ცხელდება და იგრძნობა ხელით შეხებისას. ეს ნორმალურია.
- არ შეაერთოთ, გამოაერთოთ, ან ამუშავოთ მოწყობილობა სველი ხელებით.
- არ გამოაერთოთ გადამყვანი კედლის როზეტიდან კაბელის გამოქაჩვით (სურ. 1). როდესაც არ იყენებთ დამმუხტველ სადგამს
დასამუხტად, ყოველთვის გამოაერთეთ მოწყობილობა თავიდან მაგნიტური დამუხტვის დისკის მოწყობილობის xქვედა მხრიდან
გამოცალკევებით (სურ. 2).
- ყოველთვის გამორთეთ მოწყობილობა გამოყენების შემდეგ და დამუხტვამდე.
- არასდროს დაბლოკოთ ჰაერის გამომყოფი ღიობები მტვერსასრუტით წმენდისას.
- არ გაასუფთავოთ მტვრის კონტეინერი და მტვრის კონტეინერის სახურავი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. ისინი არ არიან გამძლენი
ჭურჭლის სარეცხი მანქანის მიმართ.
- დარწმუნდით, რომ ფილტრს რეცხავთ სულ მცირე ორ კვირაში ერთხელ მხოლოდ ხელით, საუკეთესოდ ფუნქციონირების
უზრუნველსაყოფად. გაწურეთ, ვიდრე სუფთა წყალი არ გაუვა. ხელახლა გამოყენებამდე დატოვეთ ფილტრი გასაშრობად 24 საათის
განმავლობაში.
- არ გაასუფთავოთ ფილტრი მეტალის ღრუბლით ან აბრაზიული საწმენდი საშუალებებით.
- ყოველთვის გამოიყენეთ მტვერსასრუტი აწყობილი ფილტრით.
- თუ თქვენ ფილტრს წყლით გაწმენდთ, დარწმუნდით, რომ ის სრულად მშრალია, ვიდრე მას დააბრუნებდეთ მტვრის კონტეინერში. არ
გააშროთ ღრუბლის ფილტრი მზის პირდაპირი სხივების მეშვეობით, გათბობის ბატარეაზე ან საშრობ დოლურაში.
- შეცვალეთ ფილტრი, თუ ის ჯეროვნად აღარ იწმინდება ან, თუ დაზიანებულია (იხილეთ 'აქსესუარების შეკვეთა').
- დარწმუნდით, რომ მოწყობილობა დამონტაჟებულია დამმუხტველი სადგამით რომელიც მიმაგრებულია კედელზე
სახელმძღვანელოში არსებული ინსტრუქციების შესაბამისად.
- ფრთხილად იყავით, როდესაც კედელში ხვრელებს აკეთებთ დამმუხტველი სადგამის მისამაგრებლად, ელექტრო შოკის რისკის
თავიდან ასაცილებლად.
ელექტრომაგნიტური ველები (EMF)
ეს Philips მოწყობილობა შეესაბამება ყველა მოქმედ სტანდარტსა და რეგულაციას, რომელიც ეხება ელექტრომაგნიტური ველების
გამოსხივებას.

Содержание

Похожие устройства

Скачать