Philips FC6726/01 [39/42] Აქსესუარების შეკვეთა

Philips FC6726/01 [39/42] Აქსესუარების შეკვეთა
39
ქართული ენა
აქსესუარების შეკვეთა
აქსესუარების ან სათადარიგო ნაწილების საყიდლად, ეწვიეთ www.philips.com/parts-and-accessories ან მიმართეთ Philips-ის თქვენს
დილერს. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენს ქვეყანაში არსებულ Philips-ის მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრს (საკონტაქტო
დეტალებისთვის იხილეთ საერთაშორისო გარანტიის ბროშურა).
გარანტია და მხარდაჭერა
თუ გჭირდებათ ინფორმაცია ან მხარდაჭერა, გთხოვთ ეწვიოთ www.philips.com/support ან წაიკითხეთ საერთაშორისო გარანტიის
ბროშურა.
გადამუშავება
- ეს სიმბოლო ნიშნავს, რომ ელექტრო პროდუქცია და ბატარეები არ უნდა გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან (სურ. 3) ერთად.
- დაიცავით თქვენს ქვეყანაში არსებული წესები ელექტრო პროდუქციისა და ბატარეების ცალკე შეგროვებასთან დაკავშირებით.
ჩადგმული მრავალჯერადად დამუხტვადი ბატარეის ამოღება
ჩასადები მრავალჯერადად დამუხტვადი ბატარეები უნდა ამოიღოს კვალიფიციურმა პროფესიონალმა პირმა როდესაც აგდებთ
მოწყობილობას. ბატარეების ამოღების წინ, დარწმუნდით, რომ მოწყობილობა გამოერთებულია კედლის როზეტიდან და ბატარეა
ბოლომდე დაცლილია.
მიმართეთ ნებისმიერ უსაფრთხოების ზომას როდესაც იყენებთ ხელსაწყოებს მოწყობილობის გასახსნელად და
მრავალჯერადად დამუხტვადი ბატარეების გადასაყრელად.
ბატარეებთან მუშაობისას, დარწმუნდით, რომ ხელები, პროდუქტი და ბატარეები მშრალია.
ბატარეების ამოღების შემდეგ უეცარი მოკლე ჩართვის თავიდან ასაცილებლად, ნუ მისცემთ ბატარეების
ტერმინალებს მეტალის საგნებთან (მაგ. მონეტები, თმის სამაგრები, ბეჭდები) კონტაქტში მოსვლის საშუალებას.
არ გადაახვიოთ ბატარეები ალუმინის ფოლგაში. გადაახვიეთ ბატარეების ტერმინალები ან ჩადეთ ბატარეები
პლასტმასის ჩანთაში მანამ, სანამ მათ გადაყრით.
1 გამოაერთეთ მოწყობილობა კედლის როზეტიდან და მიეცით მუშაობის საშუალება ვიდრე ძრავი არ გაჩერდება.
2 ამოიღეთ მტვრის კონტეინერი მოწყობილობიდან.
3 მოხსენით ეკრანის საფარი სახელურის ზედაპირიდან (სურ. 4).
4 მოხსენით სახელურის საფარის ხრახნი და მოხსენით სახელურის საფარი ხელსაწყოდან (სურ. 5).
5 მოხსენით საფარის ხრახნი (1) და შემდეგ მოხსენით გვერდითა პანელები. (სურ. 6)
6 მოხსენით ძირის საფარი ხრახნები მარცხენა და მარჯვენა მხარეს (1). შემდეგ მოხსენით საფარი ძირზე (2) (სურ. 7).
7 გამოაერთეთ ბატარეის და ეკრანის შესაერთებელი ნაბეჭდი სქემის პანელიდან (სურ. 8).
8 მოუშვით ბატარეის ჩარჩოს ხრახნები (სურ. 9).
9 ამოიღეთ ბატარეა მოწყობილობიდან და გადააგდეთ ის წესების (სურ. 10) თანახმად.
დიაგნოსტიკა
ეს თავი აჯამებს ყველაზე ხშირ პრობლემებს, რომელსაც შეიძლება წააწყდეთ ამ მოწყობილობით. თუ ვერ აგვარებთ პრობლემას ქვემოთ
მოცემული ინფორმაციით, ეწვიეთ www.philips.com/support ხშირად დასმული შეკითხვების სიისთვის ან დაუკავშირდით თქვენს
ქვეყანაში არსებულ Philips-ის მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრს.
პრობლემა შესაძლო მიზეზი გამოსავალი
მოწყობილობა არ მუშაობს როდესაც
ვაჭერ ღილაკს.
როდესაც ბატარეა ცარიელია, ეკრანის
ქვედა ნაწილი ანათებს წითლად.
ბატარეის დასამუხტად, შეუერთეთ მოწყობილობა
დამმუხტველ სადგამს ან მოარგეთ მაგნიტური
დამმუხტველი დისკი პირდაპირ პორტატულ
მტვერსასრუტს.
თქვენ უნდა გასწიოთ სლაიდერი წინ
მოწყობილობის ჩასართავად.
გაწიეთ სლაიდერი წინ 1-ელ რეჟიმზე, რომ ჩაირთოს.
გაზარდეთ შეწოვის სიმძლავრე სლაიდერის მე-2
რეჟიმზე გადაწევით ჭუჭყიანი ზედაპირების
გასაწმენდად.
მოწყობილობას აქვს ჩვეულებრივზე
დაბალი შეწოვის სიმძლავრე.
ფილტრი და ციკლონი ჭუჭყიანია. გაწმინდეთ ფილტრი და ციკლონი. დარწმუნდით, რომ
თქვენ რეცხავთ ღრუბლის ფილტრს სულ მცირე ორ
კვირაში ერთხელ თუ მოწყობილობას რეგულარულად
იყენებთ.
თქვენ სათანადოდ არ მიგიმაგრებიათ
მტვრის კონტეინერის სახურავი მტვრის
კონტეინერზე. თქვენ სათანადოდ არ
მიგიმაგრებიათ მტვრის კონტეინერი
მოწყობილობაზე. ორივე შემთხვევაში,
დაიკარგება შეწოვის სიმძლავრე.
დარწმუნდით, რომ სწორად ამაგრებთ მტვრის
კონტეინერის თავსახურს მტვრის კონტეინერზე და
მტვრის კონტეინერს მოწყობილებაზე.
საგანი შესაძლოა იყოს გაჭედილი
მილში.
მოხსენით მილი და შეამოწმეთ გაჭედვის
თვალსაზრისით.
მტვერი გამოდის მოწყობილობიდან. ფილტრი ჭუჭყიანია. გაასუფთავეთ ფილტრი.
ფილტრი არ დევს მოწყობილობაში. დარწმუნდით, რომ ფილტრი დევს მოწყობილობაში და
სწორად არის აწყობილი.
რაღაც ბლოკავს ციკლონს. შეამოწმეთ ციკლონი მასში ჩარჩენილი ობიექტების
თვალსაზრისით და ამოიღეთ ნებისმიერი ობიექტი,
რომელიც ბლოკავს ციკლონს.

Содержание

Похожие устройства

Скачать